2018-07-18
ბრძანება №:198/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის დეკანის ნ. გაფრიდაშვილის 2018 წლის 26 ივნისის N12903/27 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის  მე-15 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,15. ემილ ავდალიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტი - თსუ   მე-8 სასწავლო კორპუსში მდებარე საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის N213 და 214 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;
,,17. დავით ნასყიდაშვილი - პროფესორის ასისტენტი - თსუ მე-8 სასწავლო კორპუსში მდებარე არქეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის N206 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                          ნუნუ ოვსიანიკოვა



« უკან დაბრუნება