2019-02-14
ბრძანება №:30/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 29 იანვრის N12/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის  29 იანვრის  N12/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების და საფინანსო დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის N12486/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2018 წლის   29 იანვრის N12/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:


ა) მე-2  მუხლის   მე-4  პუნქტის ,,ზ’’  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) მე-2  მუხლის   მე-5  პუნქტის ,,ზ’’  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
გ)  მე-2 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: 
,,61. საბჭო თითოეულ სტუდენტურ პროექტს დაუყოვნებლივ გადასცემს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს   წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის)  მომზადების მიზნით. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის ბიუჯეტის და ამ მხრივ პროექტის განხორციელების ვადების რეალურობასა და შესრულების შესაძლებლობის თაობაზე. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია, წარუდგინოს საბჭოს თითოეულ პროექტზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა სტუდენტური პროექტების მისთვის გადაცემიდან  არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.’’.
დ) მე-2 მუხლს  მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  121 პუნქტი:

,,121. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული   ანგარიშის დადგენილი წესითა და ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პროექტის ავტორ(ებ)ის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი ახალი პროექტი განხილვას არ ექვემდებარება.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების  გადაცემა  დაინტერესებულ  პირთათვის  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                        ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება