2016-12-15
ბრძანება №:209/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის  ოთარ თაბორიძის 2016 წლის 06 დეკემბრის №43713/02, თსუ ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2016 წლის 06 დეკემბრის №043722/02 და თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2016 წლის 08 დეკემბრის №44148/02 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ს” ქვეპუნქტი:
,,ს) დალი ნიკოლაიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულებით გეომორფოლოგიის და კარტოგრაფიის ქვემიმართულებით  პროფესორი – თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე №360 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ო” ქვეპუნქტი:
,,ო. ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი:
ო.ა) თინათინ ზედგინიძე – თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება