2011-11-14
ბრძანება №:200/02-01
სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ
სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე–3 და მე-7 ნაწილების, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
დ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ე) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ვ) სერგო სანაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდევბის განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);
ზ) მურმან ცარციძე – საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი (კომისიის წევრი);
თ) არჩილ ელიზბარაშვილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის უფროსი (კომისიის წევრი).
-
სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ანეტა მერკვილიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ვალერიან მიღდისელი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) ნათია ცხოიძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) გიორგი მაღლაფერიძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) დავით გაბრიაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ზ) დინარა ტიკარაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე;
თ) ბექა ბერაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ი) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
კ) მაკა ქორჩაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ლ) ჯაბა ციციშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
- სატენდერო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინატორის ფუნქცია დაეკისროს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს – ანეტა მერკვილიშვილს.
- დაევალოს სატენდერო კომისიის აპარატს სატენდერო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
- სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით.
- ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანება.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე