2015-06-03
ბრძანება №:83/01-01
2015-2016 სასწავლო წლისათვის ჯეძიანის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი საბაკალავრო სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015-2016 სასწავლო წლისათვის ჯეძიანის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილი საბაკალავრო სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (18088/02; 03.06.2015) საფუძველზე,
ვბრძანებ
1.
ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლისათვის ჯეძიანის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის (ჩინეთი) მიერ თსუ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 4 ივნისს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის მეორე კორპუსი, ოთახი #203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3.
დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
კომისიის თავმჯდომარე თეონა მატარაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
ბ)
კომისიის წევრი მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
გ)
კომისიის წევრი დავით სიხარულიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა