2012-11-29
ბრძანება №:2099/01-04
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდანტ ანა კათარინა ნივიანდას ჩარიცხვის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდანტ ანა კათარინა ნივიანდას ჩარიცხვის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 521-ე მუხლის 7-ე პუნტქის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224 ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 ნოემბრის №1144 ბრძანების, ანა კათარინა ნივიანდას (№20620/02, 31.08.2012) განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ჩაირიცხოს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატი:
ა)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა- ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)
ანა კათარინა ნივიანდა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე)
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე « უკან დაბრუნება