2019-02-15
ბრძანება №:46/01-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე” რექტორის 2018 წლის 4 ივნისის N131/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე” რექტორის 2018 წლის 4 ივნისის N131/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის N80/2018 წლის დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 თებერვლის №2220/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე” რექტორის 2018 წლის 4 ივნისის N131/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
გ) ანასტასია ქიტიაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
დ) ირინე ქურდაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი- მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ე) რევაზ შანიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ვ) ვლადიმერ მარგველაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ზ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
თ) ელისაბედ ბჟალავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ი) მიხეილ ბახტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
კ) შოთა კეჟერაშვილი - სტუდენტური თვითმართველობის წევრი.“.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე