2016-12-09
ბრძანება №:220/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №159/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის  №159/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -                     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  თამარ დოლბაიას 2016 წლის პირველი დეკემბრის №43323/02  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №159/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

"3. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის  17 ოქტომბრიდან 2016 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 30 იანვრისა;"

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე
                     
« უკან დაბრუნება