2011-11-14
ბრძანება №:2235/01-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
სსიპ
–
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შესახებ’’ №2153/01-04 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 დიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ვ” ქვეპუნტის შესაბამისად ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტების ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. როგორც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის №2153/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ნამდვილად ჰქონდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ
–
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
1.1 ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4 იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5 მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);
-
შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ს ნაწილში) და ეცნობოს სსიპ–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი