2016-12-27
ბრძანება №:217/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის  20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის ნ. გაფრინდაშვილის 2016 წლის 14  დეკემბრის №44802/02 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 
,,12. თეა თალაკვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი _ თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო _ სმეცნიერო ინსტიტუტში (თსუ მე-8 სასწავლო კორპუსი) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,53”, ,,54” და ,,55” ქვეპუნქტები:


,,53. გოდერძი მელაძე – უფროსილაბორანტი (თსუ მე-5 სასწავლო კორპუსი);
54. ჭაბუკა მეტონიძე _ ლაბორანტი (ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა 
(მე-8 სასწავლო კორპუსი);
55. მედეა შარაშენიძე _ ლაბორანტი (ენოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (მე-8 სასწავლო კორპუსი)”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება