2011-11-02
ბრძანება №:2186/01-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის, "2011 წელს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის (ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები) დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №641 ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 26 ოქტომბრის №29402/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
ჩაირიცხონ 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი სტუდენტები:
ა) საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის (დანართი №1);
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა სომხურენოვანთათვის (დანართი №2);
გ) საგანმანათლებლო პროგრამა აფხაზურენოვანთათვის (დანართი №3);
-
შეტანილ იქნეს ინფორმაცია (ერთი თვის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი