2011-11-09
ბრძანება №:117/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემუშავების, დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და განადგურების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემუშავების, დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და განადგურების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51–ე მუხლის პირველი ნაწილის, 52–ე მუხლის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლისა და 61–ე მუხლის პირველი, მესამე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის   ფორმა (დანართი № 1).
  2. დამტკიცდეს უწყვეტი განათლების კურსების სერტიფიკატის შემუშავების, დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და განადგურების წესი (დანართი № 2).
  3. ბრძანების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ რექტორის 2008 წლის 19 დეკემბრის №113/01–01 ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამზადების, აღრიცხვა-ანგარიშგების, შენახვისა და გაცემის წესისა და სერტიფიკატის დამზადების, აღრიცხვა-ანგარიშგების, შენახვისა და გაცემის წესისა და სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ”.
  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა.
  7. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                            ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება