2016-12-30
ბრძანება №:1156/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 28 დეკემბრის №221/02-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის თ. ბერიძის 2016 წლის 26 დეკემბრის №46166/02 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2016 წლის 27 დეკემბრის №46355/02 დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდნენ, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები 7031.25 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დანართი №1-ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ე. ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება