2007-04-18
ბრძანება №:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს შექმნის შესახებ“ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14.03.2007 წ. № 11/02–01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ბრძანება N25/02–01)

ბრძანება № 25/02–01
18. 04 2007 წ.

 

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს შექმნის შესახებ“
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14.03.2007 წ. № 11/02–01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14.03.2007 წ. № 11/02–01 ბრძანებისა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სხვა დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს შექმნის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 04.04.2007 წ. № 21/02–01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რევაზ ჯორბენაძე, თსუ რექტორის მრჩეველი არმინ მორიცი და საკონკურსო კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

გალდავა გულნაზი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე)
ტურავა პაატა – სამართლის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე)
ბენიძე ლელა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის მდივანი)
ბერეკაშვილი დავითი – მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
დურგლიშვილი ნინო – სოციოლოგი, ასისტენტ–პროფესორი
ლაცაბიძე ნათელა – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
მინდელი შოთა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
მიქელაძე მზია – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი
მორიცი არმინ – თსუ რექტორის მრჩეველი
წიკლაური ნუგზარი – პუბლიცისტი, თსუ გამომცემლობის დირექტორი
ჯორბენაძე რევაზი – ფსიქოლოგი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

2. დამტკიცდნენ საფაკულტეტო საკონკურსო ქვეკომისიის თავმჯდომარეებად:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბოჭორიშვილი რამაზი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

ჰუმანიტარული ფაკულტეტი

თვალთვაძე დარეჯანი – ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სალუქვაძე იოსები – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ჯანჯღავა ჯამლეტი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

იურიდიული ფაკულტეტი

კერესელიძე დავითი – იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

მედიცინის ფაკულტეტი

ცისკარიძე ალექსანდრე – მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი მოვალეობის შემსრულებელი

3. შემუშავდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი.

4. დამტკიცდეს საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მჭედლიშვილი ვახტანგი –ადვოკატი, (კომისიის თავმჯდომარე)
გიორგაძე ნანა – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
ხარშილაძე ირმა – იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

5. საპრეტენზიო კომისიამ უზრუნველყოს საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა საპრეტენზიო საჩივრის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

6. საპრეტენზიო განაცხადი მიიღება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 3 დღის ვადაში (უნივერსიტეტის ვებ–გვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსება).

7. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

8. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

9. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება