2011-11-14
ბრძანება №:118/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 15 ივნისის №107/02-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 11 ნოემბრის №30862/02 წარდგინების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
- ასისტენ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
- კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 14 ნოემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 15 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
-
კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებით:
-
სამართლის ისტორია
ასისტენტ-პროფესორი – 5 საშტატო ერთეული; -
სამართლის მეთოდები
ასისტენტ-პროფესორი – 3 საშტატო ერთეული; -
კონსტიტუციური სამართალი
ასისტენტ-პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;
-
ადმინისტრაციული სამართალი
ასისტენტ-პროფესორი – 3 საშტატო ერთეული; -
კერძო სამართალი
ასისტენტ-პროფესორი – 14 საშტატო ერთეული;
-
საერთაშორისო სამართალი
ასისტენტ-პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;
-
სისხლის სამართალი
ასისტენტ-პროფესორი – 10 საშტატო ერთეული;
-
სამართლის ისტორია
-
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში, არანაკლებ 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარით.
-
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი;
-
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 15 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. №3 (მე-2 კორპუსი) პირველი სართული, ოთახი №117 (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია);
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი