2018-08-27
ბრძანება №:768/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის/ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის N24, 1 აგვისტოს N57, 3 აგვისტოს N67 ბრძანებების, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტის (N13360/29, 03.07.2018; N12892/29, 26.06.2018; N14412/29, 16.07.2018) წერილებისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა  (N12528/10-02, 02.07.2018; N12243/10-02, 27.06.2018; N13507/10-02, 16.07.2018) განცხადებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    ჩაირიცხოს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე  - ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის  კანდიდატები:
ა) ლილიტ კაზახეციან (პასპორტის №, სომხეთის რესპუბლიკა);
ბ) თაბრიზ რაჰიმოვ (პასპორტის №, აზერბაიჯანის რესპუბლიკა);
გ) მოჰამად მომენი  (პასპორტის №, ირანის ისლამური რესპუბლიკა);
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე
    

« უკან დაბრუნება