2010-09-14
ბრძანება №:1175/01-04
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სადოქტორო პროგრამის შეცვლის მსურველი დოქტორანტების გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სადოქტორო პროგრამის შეცვლის მსურველი დოქტორანტების გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ
« უკან დაბრუნება
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წერილი №04-3514 10.09.2010 (22653/02 13.09.2010) საფუძველზე
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
ვბრძანებ:
-
ჩაირიცხონ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ–ში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სადოქტრო პროგრამის შეცვლის მსურველი დოქტორანტების გადმოყვანის წესით ფაკულტეტების შესაბამისად შემდეგი სტუდენტები:
1) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი; მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 1). - კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს (თ.იმედაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
- დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
- დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი