2016-03-02
ბრძანება №:30/01-01

2016-2017 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელი, შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2016-2017 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელი, შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის  წერილის (9134/02; 01. 03.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლისათვის ლაიდენის   უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიატის  შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 4 მარტს, 09:30 საათზე, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი №204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს   სტიპენდიატის   შესარჩევი   საკონკურსო   კომისია  შემდეგი       
  შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი); 
ბ) კომისიის წევრი – რუსუდან დოლიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი – ირინა   გველესიანი  (თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა          
  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (იხ. დანართი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


  რექტორი, პოფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება