2011-11-14
ბრძანება №:201/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩასატარებლად მასწავლებელთა (ტრენერთა) შესარჩევი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩასატარებლად მასწავლებელთა (ტრენერთა) შესარჩევი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩასატარებლად მასწავლებელთა (ტრენერთა) შერჩევის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 19 ოქტომბრის №187/02-01 ბრძანების მე-5 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის 2011 წლის 11 ნოემბრის №30817/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში, ქ. ქუთაისში სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩასატარებლად მასწავლებელთა (ტრენერთა) შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) გიორგი გაფრინდაშვილი – კომისიის თავმჯდომარე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე;

    ბ) ვასილ ბარამიძე – კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

    გ) თეა მუნჯიშვილი – კომისიის წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

    დ) ქეთევან ცინცაძე –კომისიის მდივანი, კომისიის წევრი, აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი.
  2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩასატარებლად მასწავლებელთა (ტრენერთა) შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი დანართი №1 სახით.
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება