2016-02-09
ბრძანება №:83/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე - ,,კომპიუტერული ინჟინერია’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ობინვანნე ეზრა ოკოიეს ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე -  ,,კომპიუტერული ინჟინერია’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ობინვანნე ეზრა ოკოიეს ჩარიცხვის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის   30 იანვრის №19 დადგენილების პირველი მუხლის 31 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის  №1549 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე -  ,,კომპიუტერული ინჟინერია’’ 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ობინვანნე ეზრა ოკოიე (პასპორტის №A05074398). 



2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს აბიტურიენტსა და თსუ-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება