2007-04-13
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების სტატუსის განსაზღვრის მიზნით წინადადებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (ბრძანება N29/01–01)

ბრძანება № 29/01.01
13.04.2007 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილიალების სტატუსის განსაზღვრის მიზნით წინადადებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-12 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას და დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) გალდავა გულნაზი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
(კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მინდელი შოთა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
(კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დარჩია ირინა - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ) სვანაძე მერაბი - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ე) ტურავა პაატა - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) ბენიძე ლელა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) ლაცაბიძე ნათელა - პერსონალის მართვის დეპარტამენტის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) ოვსიანიკოვა ნუნუ - კანცელარიის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი;
ი) გიორგიძე ბადრი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი;
კ) კრავეიშვილი თამაზი - მატერიალური რესურსების მართვის
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ლ) კერესელიძე დავითი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებელი;
მ) ჯანჯღავა ჯამლეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ნ)Aცისკარიძე ალექსანდრე- მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებელი;
ო) სალუქვაძე იოსები-სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
პ) ბოჭორიშვილი რამაზი-ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ჟ) თვალთვაძე დარეჯანი- ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებელი;

2. კომისიამ ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების სტუდენტთა კონტიგენტის, აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალის სრული მონაცემების, ასევე უძრავი ქონების ნუსხისა და განხორციელებული ინვენტარიზაციის სქემების შედეგების წარმოდგენა.
3. კომისიამ შეიმუშაოს წინადადებები ფილიალების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.
4. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა « უკან დაბრუნება