2010-05-31
ბრძანება №:108/02-01

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩასატარებლად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემისა, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩასატარებლად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემისა, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შეხახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 24.03.2010 წლის №24-09-5/4651 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 25.12.2009 წლის №16/5444/9-9 მოწერილობებიდან და წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2009 წლის 22 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    გამოცხადდეს კონკურსი ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (20 კვ.მ.ფართის) იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩასატარებლად, დანართი №1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2.    კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ)    ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
გ)    დავით ჩერქეზიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ლელა ბენიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ე) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი.

3.   ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ნინო კუტალაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ)    რუსუდან სხირტლაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ) ირინა ყარაულაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

4.    დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;

5.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „24 საათში“  და განთავსდეს თსუ-ს ვებ-გვერდზე.

6.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
 მოვალეობის შემსრულებელი                              რომან ხარბედია

« უკან დაბრუნება