2010-06-02
ბრძანება №:117/02-02

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემის, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემის, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 24.03.2010 წლის №24-09-5/4651 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 25.12.2009 წლის №16/5444/9-9 მოწერილობებიდან და წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2009 წლის №22 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1.    გამოცხადდეს კონკურსი თსუ-ს მე-2, მე-10 (მაღლივი), მე-11 სასწავლო კორპუსებში (ფოიე) და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (ფოიე) არსებული ფართების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე (დაახლოებით 3 კვ.მ.ფართის) იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, სწრაფი გადახდის აპარატის (ავტომატის) განსათავსებლად, დანართი №1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2.    კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)     რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ)     ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
გ)    დავით ჩერქეზიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ)  ლელა ბენიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ე)   ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი.

3.     ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა)     ნინო კუტალაძე- იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ)    რუსუდან სხირტლაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ)    ირინა ყარაულაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

4.   დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს  ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;

5.    ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „24 საათში” და განთავსდეს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

6.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                               რომან ხარბედია

« უკან დაბრუნება