2018-03-29
გაზაფხულის სკოლა „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
26-28 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა, ევროკავშირის მიერ მხადაჭერილი პროექტის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ქ.ბორჯომში მესამე ყოველწლიური გაზაფხულის სკოლა: „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები“ გამართა.
წლევანდელი სკოლა გაიმართა თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში.
გაზაფხულის სკოლაში თემით დაინტერესებული საერთაშორისო სამართლის პროგრამის ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის და იურიდიული ფაკულტეტის 1+4 პროგრამის ბენეფიციარი წარჩინებული სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებას უძღვებოდნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, პროფესორი ირინე ქურდაძე, ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე, დოქტორანტი თამარ ალექსიძე. სკოლის მიზანია მომავალ იურისტებს შორის ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექნიზმების ეფექტურობის შესახებ.
სკოლის მსვლელობისას განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის ჩამოყალიბება (აკადემიკოსი ლ.ალექსიძე), მიგრაციული პროცესები და საქართველოს ეთნიკური, რელიგიური რუკა (პროფ. ი. ქურდაძე), ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ზოგიერთი დეფინიციის სამართლებრივი საკითხები საერთაშორისო სამართლიში (პროფ. ი. ქურდაძე), საზღვაო სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები და მექანიზმები (პროფ. ე. სირაძე), ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები ევროპული სასამართლოს (EctHR) მიხედვით (დოქ. თ. ალექსიძე) და სხვა. გაზაფხულის სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

« იხ. ყველა სიახლე