2017-05-19
„ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა - გამოფენა თსუ-ში
„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერები, გამოცემები, ილუსტრაციები იყო წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენაზე „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრნენ.
ექსპოზიციაზე, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა, თსუ ბიბლიოთეკაში, თსუ ემიგრაციის მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალური გამოცემა. მათ შორის, პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’. ასევე 1888 წლის ,,ქართველიშვილისეული’’ გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. დამთვალიერებელმა ასევე იხილა მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილი (ფრანგული, გერმანული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უკრაინული, მოლდოვური, სპარსული, არაბული, ჩეჩნური, ლატვიური, ოსური და ა.შ) და ბოლოდროინდელი გამოცემები. მათ შორის აღსანიშნავია ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეული თარგმანი, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კორეის ელჩმა გადასცა საჩუქრად.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, დამთვალიერებელს გამოფენაზე შეუძლია იხილოს უნიკალური გამოცემები-1700 წლიდან დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე გამოცემებით. „ვეხისტყაოსანი“ უკვე ბევრ ენაზე გამოიცა და ეს პროცესი გრძელდება. შარშან ითარგმნა კორეულ ენაზე და ეს გამოცემაც დღევანდელ ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ძალიან საინტერესო დასაწყისია და იმედი მაქვს, ბევრი სტუმარი გვეყოლება“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავი, არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურა, ჩვენი ფასეულობების სისტემის საფუძველია და შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო რანგის ნაწარმოებია. ამიტომ, მის აღნიშვნას ლოკალურის გარდა, საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმრობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება რუსთაველი და მისი უკვდავი პოემა. „წელს გვაქვს ძალიან ბევრი ღონისძიება დაგეგმილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კარგი ევროპელები და კარგი ქართველები ვიქნებით მაშინ, თუ ჩვენი ფესვები და ის ფასეულობები, რაზეც აშენდა ქართული სახელმწიფო, გვემახსოვრება და ასეთი ღონისძიებები კარგია იმისთვის, რომ გავამყაროთ ეს ჩვენი კავშირი“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალები, ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებული ე. წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალები („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომელბიც მხატვარმა გადაიღო თბილისსა და ქუთაისში და ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. ფოტოებზე ასახულნი არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ქართველი სახეები: გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვა; „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები. მათ შორის გამოიფინა იმერეთის მეფის, სოლომონ II-ისეული ე. წ. „წერეთლისეული“ ხელნაწერი, ქართლის მეფის, გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე. წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხა, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერი და სხვ. „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების გვერდით წარმოდგენილი იყო თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი - „ვანის სახარება“, რომელიც თამარის კუთვნილება იყო.
„დღეს პრაქტიკულად იწყება ოფიციალური ნაწილი რუსთაველის წლისა. სად, თუ არა უნივერსიტეტში უნდა გამოგვეფინა ის ხელნაწერები, ის უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ უნივერსიტეტის შენობაში იყო განთავსებული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი, რომელშიც თავის დროზე თავი მოიყარა ყველა ამ ხელნაწერმა“,- აღნიშნა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

« იხ. ყველა სიახლე