2017-09-28

თსუ ადმინისტრაციის განცხადება

თსუ ადმინისტრაციის განცხადება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს. ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მიმართოს განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ეტაპობრივი გადახდის  სისტემით სარგებლობისთვის. შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე ამ დროისთვის 3 300 განცხადება შემოვიდა, აქედან 2 900-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილდა. დანარჩენ სტუდენტებს  დროულად გაეგზავნათ შეტყობინება უნივერსიტეტში გამოცხადებულიყვნენ საკითხის ინდივიდუალურ რეჟიმში გადასაჭრელად. მათ ნაწილს უკვე  დაუწესდა საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს უმაღლეს სასაწავლებლებში დადგენილი წესის შესაბამისად მაგისტრატურის პირველი სემესტრის განმავლობაში პირველკურსელებზე შეღავათი არ ვრცელდება, სახელმწიფო დაფინანსების მქონე სტუდენტებს თსუ-ს ადმინისტრაცია სემესტრული გადასახადის მხოლოდ 1/3 -ის გადახდას სთავაზობს, რაც გრანტის დამტკიცების შემდეგ უკან დაუბრუნდებათ. ამ კატეგორიის სტუდენტებთანაც საკითხის გადაჭრა მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში.

Print

« იხ. ყველა სიახლე