2017-07-28
თბილისის გენგეგმის განხილვა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის გენერალური გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე, დედაქალაქის მერი
დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ალიბეგაშვილი, მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, ის კონცეფციები, რაც ჩადებულია ახალ გეგმაში, არის თანამედროვე და ასევე გათვალისწინებულია ის დიდი გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ურბანული განვითარების მიმართულებით. „კარგი არის როდესაც საჯაროდ ხდება ისეთი თემების განხილვა, რომლებიც ეხება ქალაქს, ქვეყანას. ამ პროექტის მომზადებაში ჩართული იყო მთელი ჯგუფი, თსუ-ს პროფესორებიც ვმუშაობთ ამ თემაქტიკაზე და გვაქვს ბევრი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პროექტი კონკრეტული მიმართულებებით“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„გენერალური გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. გარდა ტრადიციული და აქამდე არსებული ქალაქგეგმაქრებითი საკითხებისა, გენერალური გეგმით შემოთავაზებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დღეს ვმსჯელობთ გენერალურ გეგმაზე თსუ-ში, სადაც წარმოდგენილია პროფესურა, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. მათი თითოეული მოსაზრება, წინადადება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველა საქმიანი შენიშვნა იქნება გათვალისწინებული“,-განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი, აგვისტოს დასასრულს იქნება მზად. მანამდე მიმდინარეობს დოკუმენტის საჯარო და დარგობრივი განხილვები. გენგეგმის პროექტი მოიცავს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლე და საშუალო ვადიან პროექტებს, რომლებიც 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს.

« იხ. ყველა სიახლე