2018-11-16
შეხვედრა ევროპის კულტურული პარლამენტის გენერალურ მდივანთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე ევროპის კულტურული პარლამენტის დამფუძნებელს და გენერალურ მდივანს
კარლ-ერიკ ნორმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა კარლ-ერიკ ნორმანთან. ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, თუ როგორ შეიძლება ჩავებათ ჩვენ ამ საქმიანობაში. ევროპის კულტურული პარლამენტი საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ბევრი მიმართულებით, მათ შორის კულტურული დიპლომატიის მიმართულებით, აყალიბებს დღის წესრიგს დღევანდელ ევროპაში. ამდენად, მნიშვნელოვანია, გვქონდეს მყარი კონტაქტები. კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამ ორგანიზაციასთან,“- განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
"ევროპის კულტურული პარლამენტი” 2001 წელს სტრასბურგში დაარსდა. ევროპის კულტურის პარლამენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება კულტურის სფეროში, იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა დამოუკიდებელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების წახალისება.
« იხ. ყველა სიახლე