2017-12-01
თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული 23 პროექტიდან 6 პროექტის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები არიან.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.
« იხ. ყველა სიახლე