2018-02-07
თსუ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის
გიორგი მარგველაშვილის სახელით მიღება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები, უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
„უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შექმნის კუთხით. უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი არ არის მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებლის დღესასწაული. დაგეგმილია ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის, დღეს ხელი მოეწერება ხუთ უნივერსიტეტთან მემორანდუმებს და დაარსდება ქართველოლოგიური ცენტრები ევროპის ხუთ დედაქალაქში’’- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მთელ საზოგადოებას მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე.

« იხ. ყველა სიახლე