ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე,
ქეთევან ნატრიაშვილი, აშშ-ს საელჩოსა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”-ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ გაიმართა საქართველოში. მასში ჩართული იყვნენ მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს რეგიონებიდან. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 3600-ზე მეტმა მოსწავლემ, 450-მა მასწავლებელმა და 260-მა სკოლამ. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებოდნენ.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, ეს კონკურსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდება.
"საქართველოშიც არის შექმნილი ეროვნული კომიტეტი, რომელიც ატარებს ამ პროექტს. წელს ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ბევრი სკოლაა ჩართული.
კონკურსი შესაძლებლობას აძლევს ქართველ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი პოპულარული ხდება ყოველ წელს და ამას მოწმობს სტატისტიკა. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასაც, რადგან ისინიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ამ კონკურსში“,-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ,
ქეთევან ნატრიაშვილიმა.
NESC-GE საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ დაფუძნდა და მას, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტს, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ამერიკის საელჩო, ამერიკის მშვიდობის კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, PH International; IWA და სხვა.