ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-08

თსუ საიუბილეო გალა-კონცერტი

თსუ საიუბილეო გალა-კონცერტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი საოპერო მომღერლები: მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო მაჩაიძე, სოპრანო თამარ ივერი, ტენორი ოთარ ჯორჯიკია, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი, ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, ანსამბლი უნივერსიტეტი, ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, დავით ევგენიძე, გორის ქალთა კამერული გუნდი და სხვა.

თსუ 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ძალიან ბედნიერი დღეებია საქართველოში. ჩვენი  სულიერების ყველაზე მთავარ კერას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა. შეიძლება ვინმესთვის არ იყოს ისეთი დიდი რიცხვი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  გვაქვს ასწლოვანი უნივერსიტეტი და ამის შეგრძნება  ბედნიერებაა. ბედნიერებაა ის, რომ ხარ ამ ტრადიციის მემკვიდრე და დღევანდელ დღეს წარმოადგენ ისეთი დიდი ადამიანის დაარსებულ უნივერსიტეტს, როგორიც ბრძანდებოდა ივანე ჯავახიშვილი“,- აღნიშნა თსუ პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ.


Print

« იხ. ყველა სიახლე