2017-09-06

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო ექსპერტები აფასებენ

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო ექსპერტები აფასებენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მდგრადი ურბანისტიკის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები ჰერმან ნეუკერმანსი (ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე, ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია) და ბალინტ ქადარი (ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ურბანული დიზაინის ფაკულტეტი) აფასებენ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ახორციელებს.  შემფასებელთა ჯგუფი უცხოელებთან ერთად, დაკომპლექტებულია ქართველი ექსპერტებით, დამსაქმებლითა და სტუდენტით.

2017 წლის ბოლომდე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე