ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „გეოპლანტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და შპს „გეოპლანტის“ დირექტორმა
მიხეილ ჭკუასელმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების თანამშრომლობის მიზანია ისტორიული და
კულტურული მემკვიდრეობის და სამუზეუმო ღირებულების ნივთების
მოძიება-შენახვა, ქვეყნის ეროვნული საგანძურის შევსება, გამრავალფეროვნება
და მომავალი თაობებისთვის გაცნობა. თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და „გეოპლანტი“, ითანამშრომლებენ ასევე შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებისა და შესაბამისი თარგმანების, რეპროდუქციების
მოძიების კუთხით. „გეოპლანტი,“ თავის მხრივ, მზაობას გამოხატავს
ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან დასახული მიზნების მისაღწევად და კომპანიის
მიერ წარმოებული ჩაის რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი გადარიცხოს
„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ საბანკო ანგარიშზე.
„გეოპლანტის“ პროექტი „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური კოლექცია. ჩვენი პროფესორები ჩართულნი არიან პროექტში. ბევრ ენაზე იგეგმება სერიის გამოშვება; გერმანულ და უკრაინულ ენებზე პროდუქტი მალე გამოვა, ველოდებით იაპონურ და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ენაზე გამოშვებასაც. ჯერ ერთი, ეს არის ძალაინ კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს უნივერსისტეტი ბიზნესთან, მომავალ პოტენციურ დამქირავებელთან და მეორე, როგორ ეხმარება ბიზნესი უნივერსიტეტს. მემორანდუმის თანახმად, გაყიდული კოლექციებიდან შემოსული გარკვეული თანხა მოხმარდება უნივერსიტეტის სტუდენტებს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
„პროექტი „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ გაფართოვდა; გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მემორანდუმით გათვალისწინებულია პროექტის შინაარსობრივი მხარე; მათ შორის, ტექსტუალური ნაწილის მოძიება სხვადასხვა ენაზე. ამჟამად, უნივერსიტეტთან ერთად, პროექტს ვახორციელებთ გერმანულ და უკრაინულ ენებზე. თანამშრომლობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე იარსებებს პროექტი. პროექტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან პროექტიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი უნივერსიტეტის განვითარების ფონდში ჩაირიცხება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე პროექტი „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ თავისი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც შესაძლებლობები, როგორც მისი შინაარსობრივი, ისე ბიზნესის თვალსაზრისით არის განუსაზღვრელი,“- აღნიშნა „გეოპლანტის“ დირექტორმა
მიხეილ ჭკუასელმა.
მიხეილ ჭკუასელმა მემორანდუმის გაფორმებს შემდეგ გერმანული და უკრაინული ვერსიების მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის თსუ რექტორს
გიორგი შარვაშიძეს, თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტის დირექტორს
ოთარ ბაქანიძეს და რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსს, გერმანისტ
მზექალა აჭაიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოშვების ჩაი „პრინცი გურიელი“ გადასცა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკაში დაცული სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ რარიტეტული გამოცემები. მათ შორის 1712 წელს დაბეჭდილი ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“.