2017-07-03
თსუ-ს ფიზიკოსები შანხაის მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებაში მოხვდნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შანხაის მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებაში (ShanghaiRanking) მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა. შანხაის დარგობრივ რანჟირებებში თსუ-ს ფიზიკის მიმართულება N 151-200 პოზიციას იკავებს. თსუ პირველი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოდან, არამედ რეგიონიდან, რომელიც შანხაის მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებაში მოხვდა.
აკადემიური სუბიექტების გლობალურ რანჟირებაში მსოფლიოს 4000-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. რანჟირება 52 დარგის მონაცემებს ასახავს, მათ შორის ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, სამედიცინო, სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით. 2017 წლის რანჟირების წინაპირობა უნივერსიტეტების მიერ შესაბამის დარგში 2011-2015 წლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები იყო.
შეფასების ინდიკატორები მოიცავს კვლევის პროდუქტიულობას, კვლევის მაღალ ხარისხს, საერთაშორისო თანამშრომლობის დონეს, სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობას, მათი ციტირების ინდექსს, აკადემიურ ჯილდოებს და მაღალ აკადემიურ ცნობადობას.
52 დარგის რანჟირებაში წამყვანი პოზიციები 32 მიმართულებით აშშ-ს უნივერსიტეტებმა დაიკავეს, 8 პირველი ადგილი ჩინეთის და 5 ჰოლანდიის აკადემიურ დაწესებულებებს ერგოთ. ფიზიკის მიმართულებით პირველი 9 ადგილი აშშ-ის უნივერსიტეტებმა დაიკავეს. მათ შორის პირველ ადგილზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) დასახელდა.
ShanghaiRanking 2009 წლიდან ახოციელებს მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებას და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებად ითვლება.
სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+ პოზიცია დაიკავა. თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის Times Higher Education-ის მონაცემებით, 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. ევროპის 2017 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ასევე ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონიდან. თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი (გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით).

« იხ. ყველა სიახლე