Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

დაამთავრა ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2014 წლიდან არის თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორი.   არის ათი სამეცნიერო პუბლიკაციის და ორი თარგმანის ავტორი – „ევროპის კომპანიათა სამართლის მოქმედების გეგმის გადასინჯვა: შესავალი“, „გერმანიის დუალისტური სისტემა: გამოცდილება, თეორიები, რეფორმირება“.


სრულად

თსუ მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ჰიდროგეოლოგიური ასოციაციის წევრი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი, 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


სრულად

ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: სოციალური იდენტობები, სტიგმა, მორალური მსჯელობა და რელიგიური ორიენტაციის ტიპები. 2006-2011 წლებში მან მიიღო კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები კოლუმბიის (აშშ), ბერკლის (აშშ) და ლუვენის (ბელგია) უნივერსიტეტებში. კვლევისთვის „ფარული და აშკარა სტიგმა სოციალური უმცირესობების ჯგუფებში“ ის
სრულად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. კითხულობს ლექციებს მიკრო და მაკრო ეკონომიკაში. 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მიკროეკონომიკის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში რამდენიმე სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა აშშ-ს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტში
სრულად

გეოგრაფიის დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფა-კულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი, ჟურნალების "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი" და "საქართველოს გეოგრაფია" სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს ეროვნული ატლასის (2012) რედკოლეგიის წევრი, "თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლის" კოორდინატორი, გეოგრაფიაში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. Aარის 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ
სრულად

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მიღებული აქვს ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია, დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის პრემია, საქართველოს ეროვნული პრემია; მისი ხელმძღვანელობით მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ქ.იულიხის (გერმანია) კვლევების ცენტრთან. ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებით დაფინანსებული მრავალი პროექტის ხელმძღვანელია; საერთაშორისო და ლოკალური
სრულად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2005-2006 წლებში ის იყო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნიცშეს სკოლის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის (ვაშინგტონი, აშშ) მკვლევარი ფულბრაიტის
სრულად

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ–პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში. უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. მისი სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში, უკრაინაში გამართულ III საერთაშორისო ინტერნეტ-კონფერენციაზე მისმა ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო და II საპრიზო ადგილზე გავიდა. არის 10-მდე სახელმძღვანელოს თანაავტორი და 30-მდე სამეცნიერო
სრულად

მეცნიერებათა დოქტორი მათემატიკაში, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პოსტდოქტორანტი; მისი კვლევის სფეროებია: ბლანტი დრეკადობისა და თერმოდრეკადობის მათემატიკური თეორიები; არის 16 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მისი შრომები ციტირებულია 47-ჯერ.


სრულად

გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების განყოფილების გამგე. 1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით „სასარგებლო ნამარხების ძებნა-ძიება“ 1986 წლიდან მუშაობს კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში. 1983 წელს მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. არის საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი.
არის 160-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


სრულად