ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღე მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" სკოლის მოსწავლეთა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა და ქართული ენის სწავლება-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალით აღინიშნა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედაენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი კონფერენცია გაიხსნა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოფენით „ქართული ენის მემატიანე წიგნები“ გაიხსნა.