Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
თსუ ქართველ მეცნიერებს GRID-ის შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობს

თსუ-ში პროექტის - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“ პრეზენტაცია გაიმართა.

Webometrics-ის რანჟირებით თსუ კავკასიის რეგიონის ლიდერია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების საუკეთესო 10%-ში შევიდა, კავკასიის რეგიონში კი პირველია. 2015 წლის მონაცემებით,  მსოფლიოს 23 887 უნივერსიტეტს შორის, თსუ 2006-ე ადგილზეა, ევროპის უნივერსიტეტების ჩამონათვალში (4000-მდე უნივერსიტეტი) 714-ე ადგილზე (საუკეთესო უნივერსიტეტების 20%-ში), კავკასიის რეგიონში და საქართველოში კი პირველ ადგილს იკავებს.