ჟურნალი ნომერი: 4
2012 წელი მთელს მსოფლიოში გამოცხადებული იყო კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მწერილის ფირდოუსისა და მისი უკვდავი ლიტერატურული ძეგლის, "შაჰ-ნამეს” საიუბილეო თარიღად. „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთა შესახებ“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიულ ქრონიკებს, ეპიკურ თხზულებებს, მითოლოგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს ეფუძნება. მისი ცალკეული ნაწილები კიდევ სასანიანთა ეპოქაში შეიქმნა. გარდა ისტორიული ცნობებისა, ამ ნაწარმოებში თავმოყრილი იყო ირანელი ხალხების მიერ შეთხზული მითებისა და ლეგენდების ფრაგმენტები. მიუხედავად იმისა, რომ იგი სპარსული ნაწარმოებია, VIII-IX საუკუნეებში არაბულ ენაზე გაჩნდა ფალაური ძეგლის ათამდე თარგმანი („ხოდაინამე“ — „მეფეთა ცხოვრება“). თუმცა, არც ორიგინალს, არც არაბულ თარგმანებს დღემდე არ მოუღწევია, წყაროებმა (ალ-მასუდი, ალ-ისტახრი) შემოგვინახეს მხოლოდ მთარგმნელთა სახელები (იბნ-ალ-მუკაფა, ბარმაქი და სხვა) და ცალკეული დეტალები.
პალიმფსესტი ეტრატის ისეთი ფურცელია, რომელიც გადაფხეკის ან გადარეცხვის შემდეგ ხელახლა გამოიყენებოდა საწერ მასალად. პალიმფსესტებზე, ზედა ტექსტის გარდა, ქვედა ფენის წაკითხვაც ხერხდება და ბიბლიური ტექტების შესახებ უფრო ძველი ცნობების მოპოვება ხდება შესაძლებელი. ქართული პალიმფსესტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი ქვეყნის მუზეუმებსა და რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის შალვა ტაბატაძის კვლევა “ბილინგვური განათლების პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოს რეალობაში” 2010 წელს ჩატარდა. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მულტილინგვური განათლების რეფორმა, რომლის შესაბამისად, არაქართულენოვან სკოლებს საკუთარი პროგრამების რეფორმირება და მულტილინგვური განათლების პროგრამების განხორციელება უნდა დაეწყოთ. შალვა ტაბატაძის, როგორც კვლევის ავტორის მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ რამდენად ჰქონდათ არაქართულენოვან სკოლებს მზაობა ეფექტიანი და ძლიერი მულტილინგვური განათლების პროგრამის განსახორციელებლად.
მეცხრამეტე საუკუნემდე რელიგია სახელმწიფოსგან განუყოფელი იყო. მეცხრამეტე საუკუნის შემდგომი პერიოდიდან მათი გამიჯვნა დაიწყო. მეოცე საუკუნეში, ტექნიკის განვითარებისა და გლობალიზაციის ეპოქაში, ეს ორი სფერო ერთმანეთისგან დასავლეთის ქვეყნებში საერთოდ გაიმიჯნა. თუმცა მაშინ, როდესაც მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და გლობალიზაციას, თითქოს, ხელი რელიგიის ნიველირებისათვის უნდა შეეწყო, პირიქით მოხდა. რაც უფრო მეტია კვლევა რელიგიის და სეკულარიზმის საკითხზე, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ მიმართებით. ასეთი მოსაზრება აქვს თსუ მეცნიერს, რომელიც რელიგიისა და სეკულარიზმის თემაზე ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდა.