Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი, რომლის თემაა „დამწერლობები კავკასიაში“. 

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებზე სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები კულტურულ და სამეცნიერო ჭრილში იქნება მეორე საერთაშორისო კონფერენციის თემა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში გაიმართება.