Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
მარიამ ლორთქიფანიძემ თსუ-ში „წლის პირველი საჯარო ლექცია“ წაიკითხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ემერიტუსი პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„თსუ მეცნიერება“- პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერების“ მეშვიდე, შემაჯამებელი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში კვლავ დაწინაურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში გაუმჯობესდა. თსუ კავკასიის რეგიონშიც ლიდერია.