Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
საერთაშორისო კონფერენცია: ,,ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია  “ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი“ გაიმართა.

აკადემიური აქტივობით უნივერსიტეტების რანჟირების რეიტინგის მიხედვით თსუ კავკასიის რეგიონის ლიდერია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური აქტივობით უნივერსიტეტების რანჟირების (University Ranking by Academic Performance (URAP)) რეიტინგებში მსოფლიო 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა და 985-ე ადგილი დაიკავა.

თსუ მეცნიერების და სტუდენტების სამეცნიერო წარმატებების კვალდაკვალ

თსუ მეცნიერების მიერ საქართველოს სამეცნიერო კვლევით კონკურსებში წარმატება უნივერსიტეტში უკვე თითქმის სიახლე აღარაა. ყოველწლიურად თსუ ყველა ქართულ კვლევით ცენტრზე მეტ სამეცნიერო პროექტს იგებს და ახორციელებს. ამჯერად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ წარდგენილმა პროექტებმა მორიგ კონკურსში მოიპოვეს წარმატება.