ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გამართა.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა თსუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით გაიხსნა საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში. თბილისში ღონისძიების ორგანიზატორია თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.