გიორგი ხუბუა

დაიბადა 1964 წლის 7 იანვარს სენაკის რაიონის სოფელ უშაფათში.

განათლება:

1980-1985 წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, "სამართალმცოდნეობის" სპეციალობით;

1987-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სპეციალობით.

სამეცნიერო ხარისხი, წოდება:


იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

პროფესიული საქმიანობა:


1991-1998 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

1998 წლიდან – ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;

1999 წლიდან – ამავე ინსტიტუტის დირექტორი;

2005 წლიდან – თსუ-ს სამართლის მეთოდების, სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის სოციოლოგიის პროფესორი.

სამეცნიერო შრომები:

არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

საზღვარგარეთ სამეცნიერო სტაჟირებები:


გერმანიის სახელმწიფო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შპაიერი, გერმანია);

მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიისა და სამართლებრივი ინფორმატიკის ინსტიტუტი;

გერმანული ფედერალიზმის ინსტიტუტი (ჰანოვერი, გერმანია);

საზღვარგარეთის სახელმწიფო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი (ჰაიდელბერგი, გერმანია);

ბერნის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ინსტიტუტი (შვეიცარია);

ათენის უნივერსიტეტის ევროპის კონსტიტუციური სამართლის კვლევის ცენტრი (საბერძნეთი).

საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანებათა წევრობა:


კანონმდებლობის ხელშემწყობი ევროპული საზოგადოების წევრი;

სამართლის ფილოსოფიის, თეორიისა და სამართლის სოციოლოგიის საერთაშორისო გაერთიანების წევრი;

პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.