სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს
ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დანერგა გრანტების მართვის ერთიანი სისტემა GMUS-ი.
გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში მეცნიერის რეგისტრაციის ვიდეოგზამკვლევი ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე.
ვინაიდან ამიერიდან საპროექტო წინადადებების წარდგენა მოხდება
GMUS-ის საშუალებით, სასურველია დროულად გაიაროთ რეგისტრაცია!!!
ბიბლიომეტრიული მაჩვენებლების სანახავად (
h-ინდექსი, ციტირების ინდექსი), საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლეთ
გზამკვლევებით.
თსუ-ის სახელით წარსადგენი საპროექტო წინადადებების სამეცნიერო ხელმძღვანელებმა, რეკომენდირებულია, წინასწარ გაიარონ კონსულტაციები
თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარებისა და
საფინანსო დეპარტამენტებში ჩვეულებრივი შეცდომების თავიდან აცილების მიზნით!
ა.შ.შ. საელჩოს და ა.შ.შ. ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეთა საყურადღებოდ:
თსუ დარეგისტრირებულია შემდეგ სისტემებში: GRANTS.GOV და SAM.GOV
თსუ-ის DUNS არის: 552656092
ევროკომისიის პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ:
თსუ დარეგისტრირებულია დაფინანსების და ტენდერების პორტალზე.
თსუ-ს
მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდია (PIC): 999516034
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი (თსუ I კორპუსი, ოთახი 113, ელ.ფოსტა:
sciencerd@tsu.ge)