2014-03-24
ბრძანება №:7/29 - 1
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “სტატისტიკა და გლობალიზაცია“ ჩატარების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 7/29 -1
24.03.2014 ქ.თბილისი
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “სტატისტიკა და გლობალიზაცია“ ჩატარების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების პროცედურის მე-4 მუხლის (დამტკიცებული 30.11.2012 ფაკულტეტის საბჭოს მიერ), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მ. ლობჟანიძის 19.03.2014 №2794/29 წერილისა და ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 14 მარტის (სხდომის ოქმი №4) გადაწყვეტილების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. 2014 წლის 23–24 ოქტომბერს ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სტატისტიკა და გლობალიზაცია“, ორგანიზატორი: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელსაყრელ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება