2017-03-28
ბრძანება №: 07/29 – 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გამოცემის მიზნით სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 07/29 – 01
28.03.2017 ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გამოცემის მიზნით სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გამოცემის მიზნით სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით:
1.1. პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - დეკანი, სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე;
1.2. პროფესორი იური ანანიაშვილი;
1.3. პროფესორი სიმონ გელაშვილი;
1.4. პროფესორი რევაზ გველესიანი;
1.5. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ გოგოხია - პასუხისმგებელი მდივანი;
1.6. პროფესორი ნუგზარ თოდუა;
1.7. პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
1.8. პროფესორი ქეთევან მარშავა;
1.9. პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
1.10. პროფესორი დავით ნარმანია;
1.11. პროფესორი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი);
1.12. პროფესორი ავთანდილ სილაგაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი);
1.13. პროფესორი დემურ სიჭინავა;
1.14. პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
1.15. პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
1.16. პროფესორი თემურ შენგელია;
1.17. პროფესორი ნოდარ ხადური;
1.18. პროფესორი ელენე ხარაბაძე;
1.19. პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
1.20. პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
1.21. ნანა ბუაძე - ტექნიკური მდივანი.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება