2016-07-14
ბრძანება №: 20/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 20/29 - 01
11.07.2016
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ნუგზარ თოდუა – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
დ) პროფესორი თემურ შენგელია;
ე) პროფესორი ელენე ხარაბაძე
ვ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
ზ) ასოცირებული პროფესორი ენვერ ლაგვილავა;
თ)ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი
ი) ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
კ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი
ლ)ასისტენტ პროფესორი ეკატერინე გულუა – მდივანი.
2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ე) პროფესორი ქეთევან მარშავა;
ვ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
ზ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
თ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
ი) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
კ) პროფესორი ნოდარ ხადური;
ლ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
მ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
ნ) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;
ო) ასისტ. პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი – მდივანი.
3. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ტურიზმის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი;
დ) ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
ე) ასოცირებული პროფესორი ნანული ოქრუაშვილი;
ვ) ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი;
ზ) ასისტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
თ) ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია;
ი) ინეზა ვაწაძე – კომისიის მდივანი.
4. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი №206) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს:
ა)მოდული: მარკეტინგი 22.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ბ) მოდული: მენეჯმენტი (I ჯგ.) 22.07.2016, 13:00 სთ-ზე;
გ) მოდული: მენეჯმენტი (I I ჯგ.) 23.07.2016, 10:00 სთ-ზე;
დ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა (I ჯგ.) 25.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ე) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა (I I ჯგ.) 26.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ვ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა (I I I ჯგ.) 27.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ზ) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე (I ჯგ.) 28.07.2016, 10:00 სთ-ზე;
თ) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე (I I ჯგ.) 29.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ი) მოდული: საერთაშორისო ბიზნესი 29.07.2016, 13:00 სთ-ზე;
კ) მოდული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი 29.07.2016, 16:00 სთ-ზე;
ლ)მოდული: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი 23.07.2016, 13:00 სთ-ზე.
5. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი , ოთახი №515) ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს:
ა) მოდული: მაკროეკონომიკა (I ჯგ.) 22.07.2016, 10:00 სთ-ზე ;
ბ) მოდული: მაკროეკონომიკა (I I ჯგ.) 23.07.2016, 10:00 სთ-ზე ;
გ) მოდული: თეორიული ეკონომიკა 23.07.2016, 13:00 სთ-ზე ;
დ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია 23.07.2016, 14:00 სთ-ზე;
ე) მოდული: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა 25.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ვ) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა 25.07.2016, 13:00 სთ-ზე;
ზ) ეკონომიკური აზრის ისტორია 25.07.2016, 16:00 სთ-ზე;
თ) ბიზნესის ეკონომიკა 26.07.2016, 10:00 სთ-ზე;
ი)მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა 26.07.2015, 13:00 სთ-ზე.
6. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი №06 – შესასვლელი მაღლივის შიდა ეზოდან) ტურიზმის მიმართულებით განხორციელდეს: – 22.07.2016, 10:00 სთ-ზე.
7. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თ. ბერიძე
« უკან დაბრუნება