2016-12-01
ბრძანება №:26/29 – 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

   № 26/29 – 01
  12.09.2016       
  ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29 -ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51 -ე მუხლის პირველი ნაწილის, 53 -ე მუხლის პირველი, მე -2 და მე - 3 ნაწილების, 54 -ე მუხლის პირველი ნაწილის, 56 -  მუხლის მე -2 ნაწილის, 57 -ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე - 5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 აპრილის 55/01-01 ბრძანების   საფუძველზე

 

ვბრძანებ:

1.     შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა)პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ)  პროფესორი იური ანანიაშვილი;

გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;

დ) პროფესორი დავით ნარმანია;

ე) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;

ვ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

 

ზ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;

თ) ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური;

ი) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;

კ) ასისტ . პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი – მდივანი.

2.     სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,   უნივერსიტეტის X კორპუსი ( მაღლივი), ოთახი №515) განხორციელდეს 2016 წლის 16 სექტემბერს: მოდული – ეკონომიკური აზრის ისტორია – 11:00 სთ - ზე, მოდული – ეკონომეტრიკა – 11:20 სთ - ზე,   მოდული – მაკროეკონომიკა – 11:40 სთ - ზე, მოდული – მენეჯმენტი – 12:00 სთ - ზე;

3.     წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს;

4.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის   დეკანი,    პროფესორი       თეიმურაზ ბერიძე                                                                                                          

« უკან დაბრუნება