2012-04-03
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№05/01-01 03. 04 2012
2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წინასწარ დადგენილ ვადებში მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა მიმდინარე შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
განისაზღვროს შუალედური გამოცდებისათვის 2012 წლის 30.04_05.05. პერიოდი;
-
იმ შუალედური გამოცდებისათვის, რომლებსაც ატარებს საგამოცდო ცენტრი საგამოცდო საკითხები ან ბილეთები წარდგენილი უნდა იქნას თსუ საგამოცდო ცენტრში არა უგვიანეს 12.04. 2012;
-
თსუ საგამოცდო ცენტრში საგამოცდო საკითხები ან ბილეთები წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;
-
საგამოცდო საკითხებთან ან ბილეთებთან ერთად ლექტორებმა/პედაგოგებმა უნდა წარადგინონ საგნის პედაგოგის ფორმულარი;
-
დაევალოს ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დეკანის მოადგილეს გიორგი ღაღანიძეს;
-
ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ. ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე